Friday, November 2, 2012


ჭოვილო-Great Snipe - გოჭა (დუპელი)-მონადირეებშიც და სანადირო ლიტერატურაშიც ჩიბუხასა და გოჭას ერთმანეთისგან გარჩევის თაობაზე დიდი აურზაურია ატეხილი, მათი გარჩევა არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს. პირველი ეს არის მათი
 ზომა, ჭოვილო უფრო პატარაა, ნისკარტის სიდიდე, ბუდობის ადგილები, ანუ ჩიბუხა უფრო დიდ ჭაობებს აფარებს თავს, გოჭა უფრო მდინარის ნაპირებზე . გოჭას გარჩევა უფრო ადვილია რადგან მას თეთრი შეფერილობა დაკრავს.
ჭოვილო გადამფრენი ფრინველია.საგაზაფხულო გადაფრენის დროს, რომელიც აპრილის მეორე ნახევარში იწყება ხოლმე,  ჭოვილო დიდი რაოდენობით მიფრინავს მტკვრისა და არაგვის ზემო დინებათა გაყოლებით,ჩრდილოეთისაკენ ქედზე გავლით, დროებით ჩერდება გარდაბნის რაიონში,მტკვრის ნაპირების სველ მდელოებსა და ჭაობებზე(თითქმის ხაშურამდე),მუხრანის და გორის ველებში და ერწოს ჭაობებზე. 
მისი საყვარელი ადგილებია ნესტიანი, ოდნავი წყლით დაფარული ბუჩქიანი საძოვრები, ძველი მოუხნავი ბალახიანი ადგილები და ზოგჯერ კარტოფილისა და კომბოსტოს სავარგულებიც. ყველაზემრავალრიცხოვანი გადაფრენა მაისის შუა რიცხვებში იწყება და ივნისის დასაწყისამდე გრძელდება.
საქართველოს ტერიტორიაზე ჭოვილო არ ბუდობს, ბუდობის ადგილებში კი 4 კვერცხს დებს, ბარტყების გამოჩეკვას 18-19 დღე ჭირდება. ბარტყები სწრაფად იზრდებიან, ერთი თვის უკვე ზრდასრულნი არიან და დედას შორდებიან.
ჭოვილოს მოსაპოვებლად საჭიროა 10-11-12 ნომერი საფანტი.