Friday, November 2, 2012

ზღვის გოჭი
ზღვის გოჭი (Cavia porcellus), გვინეური ზღვის გოჭიძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი უკუდო სხეული 35 სმ აღწევს. უკანა თათზე 3 თითი აქვს, წინაზე - 4, ზურგი - მოყავისფრო-რუხია. ცხოვრობს პერუს მთისწინების ღია ადგილებში. ბინადრობს სოროებში პატარ-პატარა ჯგუფებად. წელიწადში 2-ჯერ შობს 1-4 ნაშიერს. ზღვის გოჭი (ან მისი ახლობელი სახეობა) სახორცედ მოაშინაურეს ინკებმაევროპაში შემოყვანილია XVI საუკუნეში. ზღვის გოჭს იყენებენ ბიოლოგიასა და მედიცინაშიფიზიოლოგიური, იმუნოლოგიური და სხვა ცდებისათვის. ტყვეობაში მრავლდება მთელი წლის განმავლობაში და შობს 6 ნაშიერს. ცუდად იტანს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას.